პროექტის სახელწოდება | ბიომრავალფეროვნება |
პროექტის მთავარი იდეა (თემა) | საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა. |
პროექტის აქტუალობა | მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას სახეობების მრავალფერობნების და რიცხობრიობის შესახებ, ადარებს ადრეულ და თანამედროვე მდგომარეობას და მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის და დიაგრამის სახით.აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედების შესახებ, მსჯელობს შედეგებზე და გამოთქვამს მოსაზრებას პრობლემების გადაჭრის ძირითად გზებზე. |
პროექტის მიზნები | საქართველოს დაცული ტერიტორიების უკეთ გაცნობა–მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების და გეგმების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, პრეზენტაცია, მონაცემთა ბაზისა და ბუკლეტის შექმნა, ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში პროექტის ვებ გვერდზე. |
მონაწილეთა ასაკი | 14–15 წელი |
ვადები/ხანგრძლივობა | პროექტის ხანგრძლივობა 1 თვე. 2 კვირა ინფორმაციის მოპოვებისათვის 1 კვირა ინფორმაციის დახარისხება, პრეზენტაცია. 1 კვირა მონაცემთა ბაზის წარმოება, ბუკლეტის შედგენა, ინტენეტში პროექტის ვებ–გვერზე განთავსება. |
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას | ინფორმაციის შეგროვების, გადახარისხების, ანალიზის უნარ–ჩვევების განვთარება. ისტ. –ის გამოყენებისა და მისი საშვალებით პრეზენტაციის მომზადებაში. მოიპოვებს ინფორმაციას მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშების შესახებ და წარმოადგენს ნახატს კოლაჟის ან ბუკლეტის სახით. მოპოვებული მასალებით შექმნიან ვებ–გვერდს |
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები | ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, დისკი, ფანქარი, ბლოკნოტი, საველე ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. |
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) | ბავშვები იყოფიან ოთხ ჯგუფად და თვითოეული ჯგუფი ასრულებს შემდეგ დავალებას. ჯგუფი 1. მოიძიეთ ინფორმაცია მოცემულ დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეების შესახებ.–სახეობების სია, მათ შორის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები. მოიძიეთ შესაბამისი ფოტოები და მოამზადეთ სტენდი, მაგ, „კოლხეთის ეროვნული პარკის მცენარეები. ჯგუფი 2.მოიძიეთ ინფორმაცია მოცემულ დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებული ცხოველების შესახებ–ხერხემლიანი ცხოველების სია, უხერხემლოების ზოგიერთი ჯგუფები, მათ შორის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები.დამატებითი მასალა მოიძიეთ წიგნებიდან, ბროშურებიდან ან ინტერნეტიდან. მოიძიეთ შესაბამისი ფოტოები და მოამზადეთ სტენდი, მაგ.“ლაგოდეხის ნაკრძალის ცხოველები“. ჯგუფი 3. მოიძიეთ ინფორმაცია მოცემული დაცული ტერიტორიის ისტორიის და გეოგრაფიის შესახებ: დაარსების თარიღის, კლიმატური პირობების, ძირითადი ეკოსისტემების, აბიოტური ფაქტორები და სხვა. მოიძიეთ შესაბამისი ფოტოები და მოამზადეთ სტენდი, მაგ. „სათაფლიის ნაკრძალის ისტორია“ ჯგუფი 4. მოიძიეთ ინფორმაცია დაცულ ტერიტორიაზე არსებული პრობლემების შესახებ–ბრაკონიერება,ხის უნებართვო ჭრა, შენობების მდგომარეობა,მათი პრობლემები და სხვა. მოიძიეთ შესაბამისი ფოტოები და მოამზადეთ სტენდი, მაგ. „ყაზბეგის ნაკრძალის პრობლემები.“ |
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი | კავშირი ისტ–თან, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში, პრიორიტეტული გამჭოლო კომპეტენციების განვითარებას. კავშირი საზ. მეცნიერება–ისტორია,გეოგრაფია |
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) | ინა შერაზადიშვილი |
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა | inasherazadishvili@gmail.com |
პროექტის ვებ– გვერდი/ბლოგი | www.inashera.blogspot.com |
Friday, September 9, 2011
სასწავლო პროექტი – ბიომრავალფეროვნება საქართველოში
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment