პორტფოლიო
ტრენინგის რეფლექსია
ტრენინგის რეფლექსია
მეორე დღე
არსებული საპატიო
მიზეზების გამო პირველი დღე გამომრჩა. ვხვდები, რომ ინტელის პროექტი განსხვავდება, ჩემს მიერ მოსმენილ
და მოსწავლეებთან ჩატარებული პროექტებისაგან. პროექტის შეფასების ფორმა გავაანალიზეთ,
21 საუკუნის უნარ-ჩვევებს გავეცანით, შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,
ახალი დავალებებიც მივიღეთ, ბროშურის და აპლიკაციის
შაბლონის დამზადება გვაქვს სახლში მოცემული საშინაო დავალებად.
მესამე დღე.
პირველი დღის და მეორე დღის მასალა ერთმანეთში მერევა,
ამდენი დავალებები ერთად თავზე დამეყარა და
დამაბნია. ვისმენ ტრენინგს და ჩინურის გაკვეთილზე მგონია თავი, ვფიქრობ ნეტა თუ გავართმევ
ამდენ დავალებებს თავს. ცოტა არ იყოს შემაშინა
ამდენმა უცხო და ახალი მასალის სიმრავლემ.
შეფასების გეგმები შევადგინეთ, ეროვნული სასწავლო გეგმის
სტანდარტებზე ვისაუბრეთ, შევიმუშავეთ მიზნები ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე..
დავხვეწეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვგრძნობ როგორ მეკვრება სუნთქვა,
ნეტავ როდემდე ვიქნები ამ მდგომარეობაში? საშინაო დავალებების შესრულებაში თავზე მათენდება.
მეოთხე დღე.
განვიხილეთ შეფასებები, მისი მეთოდები და სტრატეგიები,
ვისაუბრეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე, ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების
შესახებ.
მეხუთე დღე.
გავაკეთეთ საშინაო დავალებების პრეზენტაციები, მოვამზადეთ
პორთფოლიოს ძირითადი ელემენტები, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე.
მეექვსე დღე.
ვისაუბრეთ კავშირებზე, თითქმის დასრულებული პროექტები
წარმოვადგინეთ, ტრენერისგან მივიღეთ რჩევა-დარიგებები, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები,
თანდათან პროექტი დასრულებულ სახეს იღებს, იხვეწება, ვიმუშავეთ ინტერნეტის გამოყენებაზე,
ვისწავლეთ მასალების ატვირთვა.ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე და ტექნოლოგიებზე.
მეშვიდე დღე.
ვისწავლეთ მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების ფორმებზე.
ვაგრძელებთ პროექტის გეგმების განხილვას. ვითვალისწინებთ მოსწავლეთა სპეციალურ საჭიროებებს.
მერვე დღე.
ნამდვილად აღსანიშნავი დღეა. ჩვენი 9 დღიანი ტრენინგი
დასასრულს უახლოვდება, ჩვენს მიერ დაწერილი პროექტები ავტვირთეთ ბლოგებზე და დავუკავშირეთ
გუგლის დისკს. ბევრი ვისწავლეთ, ბევრი გავიხსენეთ, მადლობა ღმერთს და მადლობა ჩვენს
ტრენერს ბატონ გიზო მუშკუდიანს.
მეცხრე დღე
ა მ ო ვ ი ს უ ნ თ ქ ე.
No comments:
Post a Comment